მღეს მე-6 მოდულიდან შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე და დავამთავრეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.
პორტფოლიო ავტვირთეთ დუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
დღეს გავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის საპრეზენტაციო ფაილი, ავტვირთეთ გუგლ დისკზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ბლოგზე გვერდების დამატება.
ჩვენს ბლოგს დავამატეთ შემდეგი გვერდები: ჩემს შესახებ, პროექტის პორტფოლიო და დამხმარე რესურსი.
დღევანდელი დღეც დავიწყეთ წინა დღის შეჯამებით, წინა დღეს გამზადებული გვქონდა მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციის შაბლონი, დღეს დავასრულეთ მასზე მუშაობა, ავტვირთეთ გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის რედაქტირება. გავეცანით საავტორო უფლებებს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის მოვიძიეთ ფოტომასალა და შევინახეთ დისკზე.
დღევანდელი დღეც დავიწყეთ წინა დღის შეჯამებით,
დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მეორე მოდულიდან.
ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის მიმართულების მიმცემი კითხვები, განვათავსეთ ბლოგზე და კომენტარები გავუზიარეთ ერთმანეთს,
გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ინტელის ბიბლიოთეკიდან და შევქმენით ჩვენი შფასების დროის ჩარჩო.
მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შაბლონი ჩვენი პროექტისთვის.
გავეცანით ერთმანეთის პროექტების იდეებს და შევაფასეთ კომენტარებით. გავეცანით მეორე მოდულს - სასწავლო პროექტის დაგეგმვას.
შვქმენით ბროშურა.
დავიღალეეეეეე
დღეს ტრენინგის მეორე დღეა. შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, შევქმენით ბლოგები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეები და ავტვირთეთ ბლოგზე, დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე.
მე ვთვლი რომ დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მადლობა ქალბატონო ლალი!
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიესი წინსვლაა, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სფერო კომპიუტერის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს და შეძლოს კომპიუტერის გამოყენება სასწავლო პროცესში. ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტური პრეზენტაციის მომზადებაში. ჯანსაღი ცხოვრების წესი - ხშირად გვსმენია და არაერთხელ დავფიქრებულვართ ამ ფორმულირებაზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის საწინდარია, მაგრამ ვინ როგორ იცავს ამ წესს?
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, იმსჯელებენ მავნე ჩვევებზე, გაანალიზებენ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობას,მოამზადებენ პრეზენტაციას პრობლემის გადაჭრის გზაზე და წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.