вторник, 25 ноября 2014 г.

ჩემი პროექტის იდეა

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიესი წინსვლაა, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სფერო კომპიუტერის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს და შეძლოს კომპიუტერის გამოყენება სასწავლო  პროცესში.
ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტური პრეზენტაციის მომზადებაში. 
ჯანსაღი ცხოვრების წესი - ხშირად გვსმენია და არაერთხელ დავფიქრებულვართ ამ ფორმულირებაზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის საწინდარია, მაგრამ ვინ როგორ იცავს ამ წესს? 
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, იმსჯელებენ მავნე ჩვევებზე, გაანალიზებენ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობას,მოამზადებენ პრეზენტაციას პრობლემის გადაჭრის გზაზე და წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

2 комментария:

  1. გავეცანი თქვენს იდიას,რომელიც კარგად არის დაგეგმილი.გირჩევდით კვლევაც გაითვალისწინოთ.დარწმუნებული ვარ თქვენ ამ პროექტს ხორცს შეასხავთ წარმატებით

    ОтветитьУдалить
  2. იდია კარგია მარა არ მომწომს ალკოჰოლს მავნე ჩვევაში განიხილავთ პატივისცემით რეზო

    ОтветитьУдалить