суббота, 29 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც დავიწყეთ წინა დღის შეჯამებით,
დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მეორე მოდულიდან.
ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის მიმართულების მიმცემი კითხვები, განვათავსეთ ბლოგზე და კომენტარები გავუზიარეთ ერთმანეთს,
გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ინტელის ბიბლიოთეკიდან და შევქმენით ჩვენი შფასების დროის ჩარჩო.
მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შაბლონი ჩვენი პროექტისთვის.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
  • როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები დღეს?
 თემატური კითხვები:
  • რა არის პრეზენტაცია?
  • როგორია ეფექტური პრეზენტაცია?
შინაარსობრივი კითხვები:
  • როგორ უნდა დავწეროთ სლაიდებზე ტექსტი?
  • რა ინსტრუმენტით უნდა განვათავსოთ სლაიდზე  სურათები, აუდიო და ვიდეო ფაილები?
  • როგორ წავშალოთ და დავამატოთ სლაიდი?




четверг, 27 ноября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთის პროექტების იდეებს და შევაფასეთ კომენტარებით. გავეცანით მეორე მოდულს - სასწავლო პროექტის დაგეგმვას.
შვქმენით ბროშურა.
დავიღალეეეეეე

вторник, 25 ноября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეორე დღეა. შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, შევქმენით ბლოგები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეები და ავტვირთეთ ბლოგზე, დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე.
მე ვთვლი რომ დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
 მადლობა ქალბატონო ლალი!

ჩემი პროექტის იდეა

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიესი წინსვლაა, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სფერო კომპიუტერის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს და შეძლოს კომპიუტერის გამოყენება სასწავლო  პროცესში.
ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტური პრეზენტაციის მომზადებაში. 
ჯანსაღი ცხოვრების წესი - ხშირად გვსმენია და არაერთხელ დავფიქრებულვართ ამ ფორმულირებაზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის საწინდარია, მაგრამ ვინ როგორ იცავს ამ წესს? 
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, იმსჯელებენ მავნე ჩვევებზე, გაანალიზებენ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობას,მოამზადებენ პრეზენტაციას პრობლემის გადაჭრის გზაზე და წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.